თამაშზე დამოკიდებულების განვითარების სტადიები
თამაშზე დამოკიდებულება სამ სტადიად ვითარდება:
1. მოგებათა სტადია;
2. წაგებათა სტადია;
3. განხიბვლის სტადია.
მოგებათა სტადიაში თამაში შემთხვევითია, მოგება - ხშირი, ფსონები თანდათან იზრდება, ადამიანი ჰყვება ფანტაზიას, ეუფლება უსაფუძვლო ოპტიმიზმი. წაგებათა სტადიაზე მოთამაშე უკვე მიზანმიმართულად თამაშობს, თავს იწონებს მოგებებით, გონებით მხოლოდ თამაშს უტრიალებს და ადრე თუ გვიან ხვდება, რომ აღარ შესწევს შეჩერების ძალა. იწყება ტყუილები, ლუდომანი პრობლემებს უმალავს მეგობრებს, ოჯახზე ნაკლებად ზრუნავს, სამსახურში სიარულს თავს არიდებს, იღებს ვალებს, ცდილობს ფულის შოვნას როგორც კანონიერი, ისე უკანონო გზით, გამუდმებით გაღიზიანებულია, სურს თამაშისთვის თავის დანებება, მაგრამ ვერ ახერხებს. განხიბვლის სტადიაზე ადამიანი კარგავს როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ რეპუტაციას, თავს არიდებს მეგობრებსა და ოჯახს, იტანჯება სინდისის ქენჯნით, ეუფლება პანიკა, ხშირად სჩადის უკანონო ქმედებებს, ინანიებს, იპყრობს უიმედობა, თავის მოკვლის სურვილი; ოჯახი ინგრევა, ლუდომანი იწყებს სმას, უვითარდება ემოციური აშლილობა.
No comments:
Post a Comment